"აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით 10:00 საათიდან დაიწყებს", - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის, ირანთან მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ ტრამპმა გუშინ გამოაცხადა, რომ აშშ ყველა იმ გემის ბლოკირებას დაიწყებს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში.
