აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, აშშ-ის კითხვაზე, იყო თუ არა 28-პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის საბოლოო წინადადება, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა: „არა, ეს არ არის ჩემი საბოლოო შეთავაზება.“
„მინდა მშვიდობის მიღწევა – ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის ომი რუსეთთან არასოდეს უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასოდეს მოხდებოდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის დავასრულოთ. ასე თუ ისე, უნდა დავასრულოთ“, – დაამატა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
