logo
ENG



ტრამპის თქმით კორონავირუსთან ბრძოლის მისია დასრულებული არ არის

06 მაი 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი აცხადებს, კორონავირუსთან ბრძოლის მისია დასრულებული არ არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არიზონაში იმყოფებოდა, სადაც ნიღბების მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. სწორედ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თვის ბოლოსთვის აღარ იარსებებს თეთრი სახლის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დღეს  ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები პანდემიის შემდგომ ეტაპზე ეკონომიკის განახლება-გაჯანსაღებას საჭიროებს და შესაბამისად არსებულ ჯგუფს სხვა შემადგენლობის საბჭო ჩაანაცვლებს. არიზონაში ვიზიტს კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია. პრეზიდენტმა ჩასვლისას შტატის გუბერნატორისთვის ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ მალვე გადაიფიქრა, რადგან გაახსენდა, რომ ამით სოციალური დისტანციის წესს არღვევდა.  


close დახურვა