logo
ENG



ტრამპისა და ჰარისის დებატები 10 სექტემბერს ABC-ის ეთერში გაიმართება

09 აგვ 202400:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/9wlutbxg3dtamf0.jpg

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი 10 სექტემბერს ABC-ის ეთერში დებატებზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეარხმა გაავრცელა.

ამას წინ უძღოდა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ სექტემბერში ჰარისთან სამი დებატის გამართვაზეა თანახმა.

მანამდე ტრამპი დათანახმდა 10 სეტქმბერს ჯო ბაიდენთან დებატების გამართვას, თუმცა მონაწილეობაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა კანდიდატურა მოხსნა.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კენჭისყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მრავალთვიანი სპეკულაციის შემდეგ, თავისი კანდიდატურა მოხსნა. დემოკრატიულ პარტიას ჰარისის კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია, თუმცა მიიჩნევენ, რომ 19 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე ის უკონკურენტო იქნება.

ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დებატები გაიმართა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისთვის წარმატებული არ აღმოჩნდა. 


close დახურვა