logo
ENG



ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა

29 იან 202000:13
3 წუთის საკითხავი
 
zs1po8dtk4si8lt.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერთან ერთად თეთრ სახლში ახალი სამშვიდობო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ახალი ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება.

როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ეს გეგმა, შესაძლოა, ბოლო შანსი იყოს პალესტინელი ხალხისთვის. ტრამპის გეგმა ითვალისწინებს პალესტინელების მხრიდან იმ ოჯახებისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმას, ვინც ისრაელზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოში აშშ-ის საელჩოც იმუშავებს და შტატები 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. 

დონალდ ტრამპის გეგმას უკვე გამოეხმაურნენ პალესტინელი ლიდერებიც - ისინი უარს ამბობენ გეგმის შესრულებაზე.


close დახურვა