logo
ENG



ტრამპმა ვირუსის გამო, ევროპიდან აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა

12 მარ 202008:55
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგზაურთათვის ახალი აკრძალვები დააწესა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ევროპიდან შეერთებულ შტატებში მოგზაურობა 30 დღის ვადით იკრძალება. შეზღუდვა პარასკევს, ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება. აკრძალვა ვრცელდება ტვირთებზეც.

ტრამპის თქმით, „მკაცრი, მაგრამ საჭირო" აკრძალვა არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთზე, სადაც კოვიდ-19-ის 460 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 1 135, ხოლო გარდაცვალების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სხვა რამდენიმე შტატთან ერთად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვაშინგტონშიც.  


close დახურვა