ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ტრამპმა პოლიციის დეპარტამენტებს, პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ მოუწოდა.
ამასთან, მან პოლიციის ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და სამართლიანობის აღდგენის პირობა დადო.