logo
ENG



ტრანსგენდერი ქალები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

15 ივნ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ტრანსგენდერი ქალები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აქვეყნებს.

წერილობით გზავნილში ვკითხულობთ რომ ტრანსგენდერი ქალები პანდემიის შემდეგ მძიმე ეკონომიკური პირობების წინაშე არიან, მათ ბინის ქირის გადასახდელი თანხაც არ აქვთ. ისინი ხელისუფლებისგან მუშაობის, სწავლის და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის უფლებას ითხოვენ და მმართველ გუნდს უყურადღებობაში ადანაშულებენ.

წერილს ხელს 23 ტრანსგენდერი ქალი აწერს. ნატა ფერაძის ფეისბუქ პოსტში კი ვკითხულობთ, რომ ამ წერილის გამოქვეყნებისთვის ტრანსგენდერ ქალებს ემუქრებოდნენ კიდეც. 


close დახურვა