logo
ENG



ტრასი: რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ

10 თებ 202215:11
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დიპლომატიის გზას გაუყვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრასმა აღნიშნა, რომ სასწორზე დგას ევროპის მშვიდობა და სტაბილურობა.

"NATO ცხადად ამბობს, რომ თუ ეს გზა არ იქნება არჩეული, ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს რუსეთისთვის, უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის", - განაცხადა ტრანსმა, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფება.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის აგრესია ძირს უთხრის რუსეთის მდგომარეობას მსოფლიოში.

"რუსეთს აქვს არჩევანი, რომელიც ევროპისთვის, რუსეთისთვისა და რუსი ხალხისთვის უკეთესი მომავლის მომტანი იქნება", - თქვა ტრასმა.


close დახურვა