logo
ENG



ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

06 ნოე 202111:46
3 წუთის საკითხავი
 
ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტის კონცერტზე ჭყლეტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ტეხასში, Astroworld-ის ფესტივალის გახსნისას მოხდა.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხალხის მასამ სცენისკენ მიწოლა დაიწყო. გულის გაჩერებით კლინიკაში 11 ადამიანი გადაიყვანეს, 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ღონისძიებას, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ჭყლეტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები 300-მდე მსმენელმა მიიღო.

სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ორგანიზატორებმა კონცერტი შეწყვიტეს, როგორც კი ნათელი გახდა, რომ ჭყლეტაში ადამიანები დაშავდნენ. ფესტივალის მომდევნო დღეები გაუქმდა. 

"ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მნიშვნელოვანია, რომ არავინ დაიწყოს სპეკულირება. დღეს ყველა კითხვაზე პასუხი არავის აქვს", - განაცხადა ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა.


close დახურვა