logo
ENG



ტრენინგები, კონფერენციები, გამოფენები - ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება

30 ივნ 202013:05
3 წუთის საკითხავი
 
nzhwn6wmu6xbspl.jpg

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება. კერძოდ, ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, გამოფენებისა და ტრენინგების ჩატარება.

თურნავას თქმით, ორშაბათამდე ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს გამოაქვეყნებს, რომლითაც უნდა ისარგებლონ სასტუმროებმა და საგამოფენო ცენტრებმა.

„დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერად. კიდევ არის ბიზნესსაქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება, გარკვეული რაოდენობა ბიზნესსაქმიანობის დიდი ალბათობით, ორშაბათიდან დაშვებული იქნება. ეს არის გამოფენები, ეს არის ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში - დიდი მოთხოვნაა. საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა იყო ტრენინგების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების. ეს მოთხოვნა არის საკმაოდ რაციონალური და სამართლიანი. ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს პროტოკოლი და ორშაბათამდე გამოქვეყნდება. დავეხმარებით სასტუმროებს, რომ არ დაკარგონ მსგავსი ღონისძიებები“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა აუზებსა და ფიტნეს-ცენტრებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მომატებული რისკის გამო, ამ ეტაპზე, მათთვის რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება. 


close დახურვა