საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან მოწმდება ყველა სასტუმრო და დგინდება, თუ რამდენად ასრულებენ ისინი სპეციალისტების რეკომენდაციებს.
როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, სასტუმროების ნაწილმა შემოწმება ვერ გაიარა.
„ყველა ის სასტუმრო ობიექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა, აღირიცხა, როგორც სასტუმრო ობიექტი და გამოხატა მზაობა იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი შემოწმება ოპერირების გაგრძელებისთვის, როგორც მოგახსენეთ უმეტესმა ნაწილმა წარმატებით გაიარა შემოწმება. არსებობს სასტუმროების რაოდენობა, რომელთაც პირველი შემოწმების დროს ვერ გაიარა შემოწმება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
დღეიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა. რაც შეეხება ქვეყნებთან მიმოსვლის განახლებას, ქვრივიშვილის თქმით, საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.