ტყიბულში ორასზე მეტი მეშახტეა გაფიცული. ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამუშაო ადგილის შეცვლაზე უარს ამბობენ.
მეშახტეები ფიქრობენ, რომ ინვესტორი საბოლოოდ შახტის დახურვასა და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს, ამის მიზეზად კი კომპანიის მიერ საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებენ.
გაფიცული თანამშრობლების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინვესტორისგან სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობას არ მიიღებენ.