logo
ENG



ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოყვანილი მეორე მეშახტეც გარდაიცვალა

29 ნოე 202111:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/29/1t7qqhabotmprfz.png

ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან ამოყვანილი მეორე მეშახტეც გარდაიცვალა.

მეშახტე მაშველებმა პირველი ამოიყვანეს და ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, გუშინ მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მისი გარდაცვალება ფორმულას ევექსში დაუდასტურეს.

ორი დღის წინ, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. მიწის მასაში 2 ადამიანი მოჰყვა. ერთი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა