logo
ENG



ტყის ხანძარი ავსტრალიის დედაქალაქს უახლოვდება

01 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

მასშტაბური ტყის ხანძარი ამჯერად ავსტრალიის დედაქალაქს უახლოვდება. მიწის ფართობი, რომელსაც ცეცხლი უკიდია, 35 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. ხელისუფლება კანბერის გარეუბნების მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რაიონის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანია და მათ თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს.

2003 წლის ტყის ხანძრების შემდეგ კანბერაში საგანგებო მდგომარეობა პირველად არის გამოცხადებული. მეტეოროლოგების პროგნოზით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სტიქიის ზონაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 


close დახურვა