logo
ENG



უარი მილიონიან გირაოზე - ოზთურქს პატიმრობა მიესაჯა

02 ივნ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე წუთის წინ თურქ ბიზნესმენს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომელიც გათავისუფლებას და გირაოს სახით მილიონი ლარის გადახდას ითხოვდა. ამოღებული ნარკოტიკები გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის, ან ჩაუდეს, ან ექსპერტიზის შეცდომაა - ამას თურქი ბიზნესმენის ადვოკატი ამტკიცებს. ამ დრომდე ოზთურქს პროკურატურამ ბრალი მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე წარუდგინა. ოზთურქი ბათუმში ათეულობით ბიზნესს ფლობს, წლებია, სარგებლობს ქართული ოცნების კეთილგანწყობით, მაგრამ დაკავების შემდეგ გავრცელებული წერილიდან თორნიკე რიჟვაძეს დაუპირისპირდა.


close დახურვა