logo
ENG



უგულავა: არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო

31 ოქტ 202100:51
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ამბობს, რომ არ ცნობს იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც ცესკო აპირებს.

როგორც უგულავა ამბობს, ქართული ოცნება ფოთში ფულით, გაყალბებითა და ძალადობით აპირებს სასურველი შედეგის დადებას.

"მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა... მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა, უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად, ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება, ამიტომ ეს მოჯადებოებული წრეა.

ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოავლინდა თავისი სახე, მე ვსაუბრობ ფოთზე, სხვა ქალაქის მონაცემები არ მაქვს. ფაქტია, რომ არნახული ფულით, გაყალბებით და ძალადობით, აქაც ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების დამახინჯებას", - თქვა უგულავამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, უგულავას 42.33% აქვს, ბექა ვაჭარაძეს 57.66%.


close დახურვა