logo
ENG



უგულავა: ელისაშვილს მხოლოდ მთაწმინდელებთან უნდა კოალიცია, ჩვენ მთაწმინდაზე არ განვისვენებთ

02 ივლ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 
upl1m83uxdrkiee.jpg

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტია „ლელოსთან“ ითანამშრომლებს. მისი განცხადებით, ის ალეკო ელისაშვილთან არ ითანამშრომლებს, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის ოპოზიციად არის ჩამოყალიბებული. 

„პოლიტიკური პარტია „ლელო“ თავის შეხედულებებში მკაფიოა, ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს, რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის მხოლოდ მთაწმინდის ბინადრებთან აპირებს კოალიციის გაკეთებას. ჯერჯერობით ჩვენ არც მთაწმინდაზე არ განვისვენებთ და არც სიკვდილს არ ვაპირებთ. ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას, ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა და ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ ძალიან რთული იქნება თანამშრომლობა“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, განაცხადა, რომ ვისთანაც კოალიციის შექმნას ისურვებდა, ის ადამიანები მთაწმინდის პანთეონში განისვენებენ.

„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, იმ პოლიტიკოსებთან, ვისთანაც კოალიციაში ყოფნას ვისურვებდი და ვის გვერდზე დგომასაც, ძირითადი ნაწილი მთაწმინდის პანთეონში არის დაკრძალული“, - განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა