ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციას სურს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმებაზე უარს ამბობოს.
შესაბამისად, მისი თქმით, თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით, ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, იმოძრავებს, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ სტრატეგიული მოთმინებით". - თქვა უგულავამ.
ოპოზიციური პარტიებმა "მუშაობის საგანგებო რეჟიმი" გამოაცხადეს.
მათი განცხადებით, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ.
ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს გულისხმობს რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს.
შემაჯამებელი საპროტესტო აქცია 15 მაისს, თბილისში დაანონსდა.