logo
ENG



უგულავა: ღარიბაშვილი არჩეულია იმ ნიშნით, რომ ჩაიდინოს ყველანაირი საძაგლობა

18 თებ 202121:25
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება და მას უვიცად მოიხსენიებს. 

როგორც უგულავამ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა განაცხადა, ღარიბაშვილი "მზად იქნება ყველანაირი საძაგლობა ჩაიდინოს". უგულავა ასევე ფიქრობს, რომ გახარიას წასვლით და ღარიბაშვილის ნომინირებით, ნათლად გამოჩნდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა "ჩვეულებრივი ბლეფია". 

"გვახსოვს, რომ ღარიბაშვილი სამარცხვინოდ მოხსნა ივანიშვილმა, როგორც საკუთარი სათამაშო, რომელიც გაფუჭდა და აღარ სჭირდებოდა. არც კი შეხვდა. ღარიბაშვილი ივანიშვილის კარზე გამორჩეულია თავისი უვიცობით და უტიფრობით. უვიცთა შორის ყველაზე უვიცი... ამიტომ არის ის სახიფათო.

ქართული ოცნების მმართველობა ვენერიულ დაავადებას დაემსგავსა - ხან ქრონიკულია, ხან ანთებით პროცესშია. ღარიბაშვილის მმართველობა არის უტყუარი ნიშანი, რომ ეს არის ბოლო გამბიტი ივანიშვილის და ის დასრულდება ღარიბაშვილთან ერთად. ის არჩეულია იმ ნიშნით, რომ ჩაიდინოს ყველანაირი საძაგლობა. ამ კაცის დანიშვნა პრემიერად ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი გვეუბნება, რომ მზად ვარ თოფი გავისროლო და ამავე დროს ნიშნავს იმ რისკს, რომ ივანიშვილი მშვიდობიანად ვეღარ დაამთავრებს", - აღნიშნა გიგი უგუგლავამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა

 


close დახურვა