logo
ENG



უგულავა ივანიშვილზე: ამ ჭირვეულს მაინც მოვარჯულებთ

22 დეკ 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
ooquoiznad7kco6.jpg

"სამართლიანი პროპორციული არჩევნები - ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. ესაა მოცემულობა და ეს სურს ხალხს", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ბათუმში მიმდინარე აქციას. მისი თქმით, საბოლოოდ, ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წასვლა და ხალხის ნების შესრულება. 

"აქ მარტივია საკითხია, ჩვენ მათ რამდენიმე წინადადებაც შევთავაზეთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, მაგრამ არ მიიღეს. თუმცა საბოლოოდ, ამ ჭირვეულს მაინც მოვარჯულებთ. არ უნდა მივცეთ ივანიშვილს არჩევნების მოპარვის უფლება და მერე ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ სურს ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში. ჩვენი მოთხოვნაა კონსტიტუციის საზღვრებში დაბრუნდება და ივანიშვილს ეს არ სურს. ესაა ბუნებით მოძალადე ადამიანი და დიდი ხანი ქართველი ხალხი ამას არ აიტანს. რამდენი ხანიც არ უნდა გახდეს საჭირო, პროტესტი გაგრძელდება. ფაქტია, ამ სიცრუეში ივანიშვილი ქვეყანას ვერ მართავს", - აღნიშნა ბოკერიამ. 

რაც შეეხება მხარეებს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის სავარაუდო თარიღს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ზუსტი რიცხვი უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება დღესასწაულების შემდეგ. 

"მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი არაა დანიშნული, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგე გაიმართება",-აღნიშნა უგულავამ. 

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ზღვისპირა ქალაქში ორ ადგილზე იკრიბებიან და მშვიდობიანი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მოთხოვნა უცვლელია:  გაიმართოს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. 

 


close დახურვა