logo
ENG



უგულავა სააკაშვილის წინადადებაზე: ერთიანი სია არარეალიზირებადია

13 ივნ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 
zgogz1q2hls10qt.jpg

„დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები (120/30), ერთიანი სია არარეალიზირებადია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის შესახებ. 

უგულავა აცხადებს, რომ ძველი საარჩევნო სისტემის დარჩენის შემთხვევაში, ასეთი იდეა მასაც ჰქონდა, მაგრამ ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზებული აღმოჩნდა.

„ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ეც. დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი“, - წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.


close დახურვა