logo
ENG



უგულავა ტვ პირველზე: გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

11 მარ 202113:13
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა ტვ პირველზე: გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და აცხადებს, რომ გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს.

"თუ გავითვალისწინებთ რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს", - აღნიშნავს უგულავა.

უგულავას თქმით, თავისუფალ მედიაზე შტურმი რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.

"მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა", - ამბობს უგულავა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. 

ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას. 


close დახურვა