საერთაშორისო ზეწოლისა და შეუჩერებელი კრიტიკის ტალღის გამო, „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას ქვეყანაში მაინც აპირებს. დაიჭერენ თუ არა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას იგივე სტანდარტითა და იგივე მიზნისთვის, 10 მარტს ნათელი გახდება.
ნიკა მელიას გამტყუნებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან 8 წლის წინანდელ საქმეზე ითხოვს, რომელზეც ოპოზიციის ლიდერი უკვე გამართლებულია. ბრალდებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მას პირადად ივანიშვილის დავალებით დევნიან და ეს საქმეც მეორე ინსტანციაში მილიონერის დავალებით გასაჩივრდა. საქმე კი სწორედ ბიძინა ივანიშვილის „ბანკ ქართუს“ ეხება.
ბრალდებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მას პირადად ივანიშვილის დავალებით დევნიან და ეს საქმეც მეორე ინსტანციაში მილიონერის დავალებით გასაჩივრდა .
იგივე სქემით გასულ კვირას ციხეში ჩასვეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით უგულავამ 3 წელი მოიხადა, თუმცა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში უფრო მეტი წელი მოითხოვა და მოსამართლედ ახლად დანიშნულმა ყოფილმა პროკურორმა უგულავაც თავისუფლება აღუკვეთა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილი იგივე სქემით აპირებს ნიკა მელიას დაჭერასაც.
ოპოზიციის შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან უმრავლესობის დეპუტატები და ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკურად არავინ იდევნება.
ცოტა ხნის წინ კი სწორედ „ქართუ“ ბანკის საქმეზე ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს და ჯარიმები დააკისრეს.
ამავე თემაზე: ბანკი „ქართუს“ საქმე.