ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ მთავრობის ფორმირებაზე იწყებს ოპოზიციასთან კონსულტაციებს.
"ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელს ოპოზიციურ სპექტრთან მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე. იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოაშოროს ქვეყნის მმართველობას. ეს ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ განვითარების გზაზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, 20:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46% აქვს, ხოლო საარჩევნო ბლოკს: ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 28%.