logo
ENG



უდუმაშვილი: თუ პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ეკონომიკურის დაძლევაზე საუბარიც არ შეიძლება

29 დეკ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 
უდუმაშვილი: თუ პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ეკონომიკურის დაძლევაზე საუბარიც არ შეიძლება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ეკონომიკური და კოვიდკრიზისის დაძლევაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. ასე პასუხობს ის პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებების კეთებას ჯობია, ხელისუფლებამ ახალი არჩევნები დანიშნოს.

"თუ ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაიძლია, ვერანაირ ეკონომიკურ და კოვიდკრიზისის დაძლევაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ დღეს ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ ჩიხში შესული და მოსაძებნია აქედან გამოსავალი, ამ გამოსავლის გასაღები არის სწორედ ხელისუფლების ხელში.

ასეთი განცხადებების კეთებას ჯობია, დროულად იფიქრონ იმ რაციონალურ წინადადებაზე, რომლითაც ისინი უნდა მოვიდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს რაციონალური წინადადება, რა თქმა უნდა, შეეხება მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში", - თქვა უდუმაშვილმა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მთავარი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა და არა ის, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ამით მან 29 დეკემბრის ბრიფინგზე ჟურნალისტს უპასუხა კითხვაზე, რა გააკეთა პრემიერმა პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად. გახარიამ უპასუხა, რომ "გაივლის დრო და ეს არავის ემახსოვრება". 


close დახურვა