საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საკრებულოს დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკურად იძალადეს და შენობა დაატოვებინეს, ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება. უდუმაშვილის თქმით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ეს პროტესტი სამოქალაქო ატივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მაინც გაგრძელდება.
„დღეს სურათი გვაქვს ასეთი, ადამიანს ვერ იპოვით საქართველოში, ვინც გაამართლებს კუხიანიძის განცხადებებს და მის პოსტებს. ერთადერთი. ვინც ამართლებს. ეს არის "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა საქართველოში, ისიც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროტეჟია ეს ადამიანი. დღეს მართლა სირცხვილია ამ ადამიანის გვერდით ჯდომა საკრებულოში და მის კოლეგად წოდება საკუთარი თავის. ეს მიიღებს ძალიან მძაფრ ფორმებს, სანამ გონს არ მოეგებიან და თავად არ იტყვიან უარს საკუთარ კოლეგაზე, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პატრიოტ ექიმს, ადამიანმა რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ისტორიულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს იმ ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს დღეს თბილისელების სახელით გველაპარაკებოდეს საკრებულოდან ასე, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება და კიდევ უფრო მძაფრად გაგრძელდება. ძალით, ცემა-ტყეპით გამოყავთ ყველა იქიდან, იმიტომ რომ ვერ იტანენ, როდესაც მათი ოლიგარქის, მათი ბატონის წინააღმდეგ ვინმე მიდის, მაგრამ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება იმიტომ, რომ მარტო ჩვენ არ ვართ მოწინააღმდეგე რიგებში მთელი საქართველო დგას და აუცილებლად დაასრულებს ამ რეჟიმს“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.