logo
ENG



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინეს

10 მარ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 
3i3g0haqvffvmmb.png

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა.

ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კენჭისყრა პროტესტის ნიშნად დატოვა, ნაზი ჯანეზაშვილმა კი, ბიულეტენი გააუქმა.

ისინი პროცედურის კანონდარღვევით წარმართვაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წარდგენილ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერენ.

 


close დახურვა