logo
ENG



უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფაა

17 ოქტ 202613:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/17/415mj4wl7357n2r.png

ამერიკელი კონგრესმენი, "რესპუბლიკური პარტიიდან" ჯო უილსონი "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრას გამოეხმაურა.

უილსონის თქმით, ეს შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა. 

"კიდევ ერთხელ, ამერიკის მოძულე "ქართული ოცნების" რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფო ირანს ხვდება.

ეს მანკიერი კავშირი შეურაცხყოფაა პრეზიდენტ ტრამპისა და შესანიშნავი ქართველი ხალხის, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა სიკვდილის კულტი საკუთარ სიახლოვეში", - წერს უილსონი. 

"ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე მასუდ ფეზეშქიანს 16 ოქტომბერს, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

 


close დახურვა