ამ დრომდე დაუდგენელია, ვის მიუძღვის ბრალი თბილისში 1-კვირიან უწყლობაზე. ამასობაში არსებობს საფრთხე სამშენებლო ნაგვით კიდევ ერთი ტერიტორია დაიფაროს, გაჩნდეს მეწყრული რისკები. ნაფეტვრებში არსებული ვითარების შესახებ წუხს ადგილობრივი მოსახლეობა. განგაშის საფუძველს ხედავენ გეოლოგებიც.