logo
ENG



უკვე ვფიქრობ, გავყიდო ეს ბინა - შარტავას ქუჩაზე მოსახლეობამ აქცია გამართა

14 მარ 202018:18
3 წუთის საკითხავი
 

შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს კომპანია „იქსორი“ და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა „კარფურის“ ქსელის კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას აპროტესტებს. მათ ადგილზე პატრულიც გამოიძახეს, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც „იქსორის“ წარმომადგენლებმა საკანალიზაციო მილი და შლაგბაუმი დააზიანეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არ გააჩნიათ ავტოფარეხები, ამიტომაც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას 7 წელია ითხოვდნენ. საბოლოოდ კი მიწა „იქსორის“ საკუთრებაში აღმოჩნდა. 

"ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება მოხვდე ჩვენს საკუთრებაში. შესაბამისად, ფიზიკურად არ არსებობს ალტერნატიული სივრცე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერია", - აცხადებს ადგილობრივი. 

აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. წინააღდმეგ შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ ამ კორპუსში ცხოვრებას აზრი არ აქვს. 

"სახანძრო მანქანაც კი ვერ შემოვიდა კორპუსთან, რაც პრობლემაა და ამას კიდევ რომ უმატებ ახალ პრობლემას. უკვე ვფიქრობ,  გავყიდო ეს ბინა და გადავიდე აქედან", - აღნიშნა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 


close დახურვა