logo
ENG



უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მარტოხელა დედა სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებს

27 აპრ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

უკიდურეს გაჭირვებაში და უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში მყოფი მარტოხელა, 3 შვილის დედა სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებს. ის თავს კერძო პირებთან სახლების დალაგებით ირჩენდა. საგანგებო მდგომარეობის შემოღებისთანავე მან შემოსავლის ეს ერთადერთი წყარო დაკარგა. 32 წლის ქალმა დღეს გაიგო, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არც იმ ერთჯერადად გაცემულ 300 ლარს მისცემენ, რომელზეც უკვე იმედს ამყარებდა.

მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც  შრომობს რომ შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ არ დარჩეს - „ფორმულამ“ პარასკევს გიამბოთ. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ინგას ახლა სწორედ ხალხი ეხმარება, არც გამგეობიდან და არც სხვა სახელმწიფო უწყებიდან, მარტოხელა დედას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

 


close დახურვა