logo
ENG



უკიდურესად მძიმეა ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა

07 სექ 202009:25
3 წუთის საკითხავი
 

უკიდურესად მძიმეა 8 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლეტი დაეჯახა. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვს შემოყვანისას მრავლობითი მოტეხილობები სხეულის თითქმის ყველა არეში აღენიშნებოდა. 

როგორც კლინიკის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გიორგი არაბიძე აცხადებს, ამ ეტაპზე, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს ამ ტრავმული დაზიანებების გამო", - განაცხადა არაბიძემ.

ახალციხეში მცირეწლოვანს მოტოციკლეტი 31 აგვისტოს დაეჯახა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა