logo
ENG



უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

02 იან 202323:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/jfw8xu9vxuuzzwk.jpeg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება. სწორედ აღნიშნულ სამიტზე ისაუბრეს ტელეფონით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა 74 დანგრეული სკოლის აღდგენაზე ისაუბრეს, რომლის დაფინანსებისთვის ევროკავშირმა 100 მილიონი ევრო გამოყო. ისინი შეეხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას შესაბამისი იარაღის მიწოდების გზით, ასევე, მაკროსაფინანსო დახმარებას, რომელიც 18 მილიარდ ევროს შეადგენს.


close დახურვა