logo
ENG



უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ორშაბათს გაიმართება

05 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/vecs7l3qxem3abu.jpg

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია სად შედგება შეხვედრა.

მანამდე მხარეებმა მოლაპარაკებების პირველი და მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის და უკრაინა -პოლონეთის საზღვარზე გამართეს. 

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.

რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, "დენაციფიკაციასა" და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.

 


close დახურვა