logo
ENG



უკრაინა: ახლო მომავალში რუსეთი მობილიზაციას დაიწყებს, 700 000-მდე ადამიანს გამოიძახებენ

11 სექ 202311:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/11/pvrycqoq8fzt7rq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ახლო მომავალში რუსეთი მობილიზაციას დაიწყებს და 700 000-მდე ადამიანს გამოიძახებენ.

"ფრონტზე ცოცხალი ძალის დანაკარგების დასაფარად უახლოეს მომავალში რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდება. იძულებითი მასობრივი მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გამოცხადდება.

რუსეთის ხელისუფლება ფრონტზე დამატებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ასევე, დაგეგმილია ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაახლოებით 40 000 მაცხოვრებლის გაწვევა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა