logo
ENG



უკრაინა: დონეცკის ოლქში 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიები გავათავისუფლეთ

25 ივნ 202301:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/25/bidw12elx2eq5jj.jpg

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლეს.

"ტავრიის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში, კრასნოჰორივკას მახლობლად მდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს, რომლებიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო. ჩვენი ძალების მოძრაობა გრძელდება", - ამბობს ტარნავსკი.

ამასთან, ტავრიის ფრონტის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენელი, ვალერი შერშენი აცხადებს, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს ტერიტორიები კრასნოჰორივკას მახლობლად.

"ჩვენი ქვედანაყოფები მტრისთვის საკმაოდ მოულოდნელად წავიდნენ წინ. მთელი კვირის განმავლობაში, მტერი ყველა ზომას ღებულობდა, რათა ამ პოზიციებიდან გამოვეგდეთ, მაგრამ ამაოდ. ჩვენთვის ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს... ეს ადგილობრივი წარმატების საუკეთესო მაგალითია", - თქვა შერშენმა.


close დახურვა