უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში.
"რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტს ვერ გეტყვით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ ფორმატი.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბალიზე ჩასვლას.