logo
ENG



უკრაინა: კიევის ოლქში სპეციალურმა პოლიციამ 13 სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადგინა

20 მაი 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/a83jxfz9zm1caeh.png

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკატერინა პავლიჩენკოს განცხადებით, სპეციალურმა პოლიციამ ბოლო მონაცემებით კიევის ოლქში 13 სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადგინა.

პავლიჩენკო ამბობს, რომ დეოკუპაციის შემდეგ შესწავლილია 21 დასახლებული პუნქტი, გამოკითხულია 340 ადამიანი და უკვე დაწყებულია 2 გამოძიება, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მოქალაქეების გაუპატიურების ფაქტზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, 10 მაისიდან სპეციალური პოლიცია სუმის ოლქშიც მუშაობს, რის შემდეგაც სამართალდამცველები სხვა დეოკუპირებულ ოლქებში გადაინაცვლებენ. სპეციალურ ჯგუფში შედიან პოლიციელებიც და ფსიქოლოგებიც.


close დახურვა