logo
ENG



უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 გავანადგურეთ

17 ნოე 202310:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/hgtqm0krlbdit89.png

რუსმა ოკუპანტებმა მძინარე უკრაინაზე დღეს იერიში მიიტანეს - გამოიყენეს 10 შაჰიდის დრონი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, 10 გაშვებული ე.წ. კამიკაძე დრონიდან უკრაინამ 9 დრონი გაანადგურა.

"დრონები მრიმორისკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს. სამხედროების მუშაობის შედეგად 9 საფრენი აპარატი მიკოლაევის, ოდესის, ჟიტომირის და ხმელნისკის ოლქებში განადგურდა. დრონების მოსაგერიებლად უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტები, მობილური ჯგუფები და გამანადგურებლები გამოიყენეს", - ამბობენ შეიარაღებულ ძალებში.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა


close დახურვა