უკრაინის გაერთიანებული სამხედრო ძალების გენერალური შტაბი ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რუსული ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთმა, დაახლოებით, 15 800 სამხედრო დაკარგა.
მათი ინფორმაციით, ოკუპანტების დანაკარგები ასეთია:
- ტანკი - 530
- ჯავშანტექნიკა - 1597
- საარტილერიო სისტემები - 280
- თვითმფრინავი - 108
- ვერტმფრენი - 124
- სატრანსპორტო საშუალება - 1 033
- გემი/ნავი - 4
- საწვავის ავზი - 72
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე დაიღუპა და დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.