უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 2 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 23 800-მდე ჯარისკაცია.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 048 ტანკი, 2 519 ჯავშანტექნიკა, 459 საარტილერიო სისტემა, 152 სარაკეტო სისტემა და 80 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 194 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 824 საავტომობილო ტექნიკა, 271 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.