logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 24 900-მდე ჯარისკაცი დაკარგა

06 მაი 202213:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/xtqc7313v5dmzcl.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 24 900-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 110 ტანკი, 2 686 ჯავშანტექნიკა, 502 საარტილერიო სისტემა, 171 სარაკეტო სისტემა და 83 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 199 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 926 საავტომობილო ტექნიკა, 324 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 11 ერთეული გემი/ნავი.


close დახურვა