logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყებიდან რუსეთმა 26 650-მდე ჯარისკაცი დაკარგა

12 მაი 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/dql77chtvdozrwj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 12 მაისამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 26 650-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1 195 ტანკი, 2 873 ჯავშანტექნიკა, 534 საარტილერიო სისტემა, 191 სარაკეტო სისტემა და 87 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 199 თვითმფრინავი, 161 ვერტმფრენი, 2 019 საავტომობილო ტექნიკა, 398 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 13 ერთეული გემი/ნავი/კატარღა.


close დახურვა