logo
ENG



უკრაინა: ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 22 400-მდე ჯარისკაცი დაკარგა

27 აპრ 202212:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/x8hhq9zsgbsxkll.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 27 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 22 400-მდე ჯარისკაცია.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 939 ტანკი, 2 342 ჯავშანტექნიკა, 421 საარტილერიო სისტემა, 149 სარაკეტო სისტემა და 71 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს. 

ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 185 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 666 საავტომობილო ტექნიკა, 207 ​ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.


close დახურვა