უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 23 000-მდე ჯარისკაცია.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 970 ტანკი, 2 389 ჯავშანტექნიკა, 431 საარტილერიო სისტემა, 149 სარაკეტო სისტემა და 72 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 187 თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი, 1 688 საავტომობილო ტექნიკა, 215 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ერთეული გემი/ნავი.