logo
ENG



უკრაინა: რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს, დიდი დანაკარგები აქვთ

27 დეკ 202213:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/l6p1tuwesi5ltan.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსებმა ბახმუტთან თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს და დიდი დანაკარგები აქვთ.

"ბახმუტი ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ მიმართულებად რჩება. მათ მთელი თავიანთი არტილერიის, ტანკების კონცენტრირება იქ მოახდინეს, ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ ამ დღეებში, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა ბახმუტის მიმართულებით. მტერმა 77 ჯარისკაცი დაკარგა, 125 კი დაშავდა", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

ჩერევატის თქმით, რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა, ისინი აღარ მოქმედებენ როგორც ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შემადგენლობაში, არამედ იყოფიან მცირე ჯგუფებად. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე რუსი ჯარისკაცები დაბნეული არიან და ცდილობენ წინა პოზიციებს მიუახლოვდნენ.

"ისინი ასევე ცდილობენ აქტიურობას ავდიივკას მიმართულებით და იქ თავდასხმის ოპერაციებს აგრძელებენ. ეს არის ალბათ შემდეგი ყველაზე აქტიური მიმართულება ბახმუტის შემდეგ. და დროდადრო ცდილობენ კონტრშეტევას ლუჰანსკის მიმართულებით. თუმცა, ეს შეტევებიც არის წარუმატებელი, მათ დანაკარგები აქვთ და უკან იხევენ", - განაცხადა ჩერევატიმ.  


close დახურვა