logo
ENG



უკრაინა: რუსებმა გააცნობიერეს, რომ მასიური თავდასხმები არ არის ის შედეგი, რასაც ელოდნენ

05 მარ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/mvyvtx3gafwu9pl.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსებმა უკვე გააცნობიერეს, რომ მასიური თავდასხმები არ არის ის შედეგი, რასაც ელოდნენ.

"რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები განახორციელოს. რა იქნება - ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტაქტიკას აირჩევს მტრის სარდლობა. მათ უკვე გააცნობიერეს, რომ მასიური თავდასხმები არ არის ის შედეგი, რასაც ელოდნენ", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

1 მარტს ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია. მისი თქმით, რუსები ახალ ტაქტიკას ეძებენ საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით.

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელები ამ დღეებში ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან რუსები მასიური თავდასხმისთვის ემზადებიან.


close დახურვა