მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, რუსეთი 5000 ჯარისკაცის ფრონტზე გადასაყვანად ემზადება, სავარაუდოდ, ვუჰლედართან.
"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ნიკოლსკის რაიონში განლაგებულ რუს სამხედროებს ორ დღეში ფრონტზე გადაიყვანენ. ყველაზე სავარაუდო მიმართულება არის ვუჰლედარი", - თქვა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, რაშისტებმა დაკარგეს პოტენციალი, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა განეხორციელებინათ ფართომასშტაბიანი თავდასხმის ოპერაციები.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსული არმია ვუჰლედართან და ბახმუტთან დიდ დანაკარგებს განიცდის. ექსპერტების თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლების შემდეგ, 155-ე და 40-ე საზღვაო ქვეითმა ბრიგადებმა სამხედრო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს.