logo
ENG



უკრაინა: რუსეთი აპირებს, ყალბი პროცესით ჩაიდინოს ომის დანაშული აზოვსტალელების წინააღმდეგ

23 აგვ 202223:17
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: რუსეთი აპირებს, ყალბი პროცესით ჩაიდინოს ომის დანაშული აზოვსტალელების წინააღმდეგ

უკრაინა აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს შეატყობინა რუსეთის განზრახვების შესახებ, ჩაიდინოს უხეში ომის დანაშაული - სამხედრო ტყვეების, მარიუპოლის მცველების მოჩვენებითი სასამართლო პროცესი. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხედრო ტყვეების ნებისმიერი მოჩვენებითი სასამართლო პროცესი არის გაეროს წესდების, 1949 წლის ჟენევის კონვენციის სამხედრო ტყვეებთან მოქცევის მუხლის და I დამატებითი პროტოკოლის სერიოზული დარღვევა. ეს სამუდამოდ განსაზღვრავს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რუს ხალხს კი - ბარბაროსებად

უკრაინა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს კრემლის ზედმიწევნით და მიზანმიმართულ მომზადებაზე ამ დანაშაულის ჩადენისთვის.

"რუსეთის მიერ გამოცხადებული მოჩვენებითი სასამართლო პროცესი ძალის არმქონე და ცარიელია.

მარიუპოლის ყველა მცველი არის მებრძოლი და მტრის მიერ დაკავების შემდეგ მათ ენიჭებათ და გარანტირებული აქვთ სამხედრო ტყვეების სტატუსი, მათ უნდა ისარგებლონ შესაბამისი მოპყრობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების შესაბამისად, კერძოდ, ჟენევის 1949 წლის კონვენციის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის მუხლით და I დამატებითი პროტოკოლით. 

უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს - საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს, მკაცრად დაგმონ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ და მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები, რათა აიძულონ რუსეთი, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით.

უკრაინა ახდენს ყველა იმ ფაქტის და მოვლენის დოკუმენტირებას, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის მცველების შესაძლო მოჩვენებითი სასამართლო პროცესის მომზადებასა და ორგანიზებასთან. ამ პროცესში ჩართული ომის ყველა დამნაშავე - მარიუპოლში დამნაშავეებიდან დაწყებული კრემლის ორგანიზატორებით დამთავრებული, მკაცრად აგებს პასუხს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას". - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


close დახურვა